სოციალური მედია მარკეტინგი

მარკეტინგი

სოციალური მედიის მომსახურება მოიცავს სოციალური მედიის კომპლექსურ მართვასა და მაღალეფექტიანი სარეკლამო კამპანიების დაგეგმვას Meta, Google და TikTok პლატფორმებზე. Scope უზრუნველყოფს თქვენი ბრენდის სტრატეგიულ განვითარებასა და ციფრული იმიჯის ფორმირებას, რაც ეფუძნება ბაზრის სიღრმისეულ კვლევასა და მიზნობრივი აუდიტორიის ქცევის ანალიზს. მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომით, ჩვენი გუნდი გეხმარებათ ბიზნესის გაზრდასა და განვითარებაში, სწორი კომუნიკაციის დამყარებასა და გრძელვადიანი შედეგების მიღწევაში.

SMM მომსახურების ძირითადი მიმართულებებია:

კონტენტის შედგენა: კონტენტ-კალენდრის შემუშავება, პოსტების ოპტიმალური დაგეგმვა, ვიზუალური მასალების წარმოება და ბრენდის იდენტობასა და გაყიდვებზე ორიენტირებული ტექსტების მომზადება.

კამპანიების ოპტიმიზაცია: სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტიანი განაწილება, მიმდინარე მონიტორინგი, A/B ტესტირება და შედეგების მაქსიმალური გაუმჯობესება.

ანალიტიკა: კამპანიების ეფექტიანობის შეფასება, მონაცემთა სიღრმისეული ანალიზი და დეტალური, გამჭვირვალე რეპორტინგის წარდგენა.

გამოწვევა

ციფრულ ეპოქაში სოციალური მედია ბიზნესის მთავარი სავიზიტო ბარათი და გაყიდვების არხია. ჩვენი სერვისი სპეციალურად შექმნილია მათთვის, ვისაც სურს ციფრული პლატფორმები რეალურ ბიზნეს შედეგებად აქციოს.

შედეგი

სოციალური მედიის სწორად მართვით თქვენ ზოგავთ ყველაზე ძვირფას რესურსს – დროს და იღებთ მონაცემებზე დაფუძნებულ, პროფესიონალურ მიდგომას, გაზრდილ გაყიდვებსა და კონვერტაციას, ბრენდის მაღალ ცნობადობასა და ნდობას, სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტურ ხარჯვას.

პროცესი

01

შესწავლის ეტაპი

დეტალურად შევისწავლით თქვენს ბიზნესს, კონკურენტებსა და სამიზნე აუდიტორიის ქცევას. მიღებული მონაცემების საფუძველზე ვქმნით ინდივიდუალურ ციფრულ სტრატეგიას.

02

სტრატეგია

გუნდი უზრუნველყოფს კრეატიული კონტენტის შექმნას, პოსტების დაგეგმვასა და ბრენდზე მორგებული ვიზუალების მომზადებას. ამასთან, Meta, Google და TikTok-ზე ვიწყებთ მიზნობრივი რეკლამას

03

შედეგი და რეპორტინგი

მიღებულ მონაცემებს მუდმივად ვაანალიზებთ, რათა უზრუნველვყოთ სარეკლამო ბიუჯეტის მაქსიმალური უკუგება და გაყიდვების ზრდა. ყოველი თვის ბოლოს გაწვდით დეტალურ, გამჭვირვალე ანგარიშს მიღწეული შედეგებისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ.

სერვისები

გაინტერესებთ დამატებითი ინფორმაცია?

ჩვენი გუნდი თქვენს ყველა კითხვას უპასუხებს

TARGET WITH SCOPE

ჩვენი ნამუშევრები