მარკეტინგი, რომელიც გაყიდვებზე მუშაობს.
სტრატეგია, SMM, ვიდეო და რეკლამა ერთ გუნდში, ერთი პასუხისმგებელი მენეჯერით. შედეგს გაყიდვებში ვზომავთ.














ყველაფერი, რაც გაყიდვას სჭირდება. ერთ გუნდში.
ბიზნესის შედეგები, არა მხოლოდ კადრები.
250+ ბიზნესი, მათ შორის
- Grand Electronics


- Regus


- Paul


- Eurobrand


- Mstore


- Archi


- Assorti


- Oneprice


- Nb Dental


- Kristal Leasing


- Tkbili Qveyana


- Loialte


- Termo Centri


- Terminal


- Itechnics


- Pingo


ერთი გუნდი. ერთი სისტემა.
ექვსი ნაბიჯი, რომელსაც ყველა პროექტი გადის. ყველაფერს ერთი გუნდი აკეთებს და ერთი მენეჯერი გყავთ, ამიტომ რამდენიმე შემსრულებლის კოორდინაცია აღარ გიწევთ.
ვისთვის და რატომ.
აუდიტორია, პოზიციონირება, მთავარი შეთავაზება. რა გვინდა რომ გაიყიდოს და ვინ უნდა იყიდოს.
რას ხედავს მომხმარებელი.
კონცეფცია, კრეატივი, პოსტები, Reels და დიზაინი ერთ ვიზუალურ სისტემაში. ყველაფერი ერთი ბრენდის წესით.
საკუთარი კამერით.
კასტინგი, სცენარი, გადაღება და მონტაჟი ერთ სართულზე. არც ფრილანსერი, არც გარე სტუდია.
სწორ ადამიანებთან.
Meta, Google და TikTok კამპანიები აუდიტორიის სეგმენტებით, A/B ტესტებით და რეტარგეტინგით.
ლიდები, შეკვეთები, გაყიდვები.
ვზომავთ იმას, რაც ფულად იქცევა: ლიდის ფასს, რეგისტრაციას, გაყიდვას. ყოველ ლარს შედეგამდე მივყვებით.
რაც მუშაობს, ვზრდით.
მომგებიან კრეატივებს მეტ ბიუჯეტს ვაძლევთ, სუსტებს ვთიშავთ. ყოველ თვე სისტემა უკეთესი ხდება.
ფასი, რომელსაც შეხვედრამდე ხედავთ.
კალკულატორი სავარაუდო თვიურ ფასს თქვენი არჩევანით აჩვენებს. რეკლამის ბიუჯეტი ყოველთვის ცალკეა და წინასწარ თანხმდება.
ჩვენ არ ვყიდით პოსტებს. ვეხმარებით საშუალო და დიდ ბიზნესს გაყიდვების ზრდაში.

სტრატეგია, კრეატივი, წარმოება და performance ერთ გუნდშია, რომ შედეგი გაყიდვებში ჩანდეს, არა მხოლოდ ლაიქებში.
- 01სტრატეგია
- 02კრეატივი
- 03წარმოება
- 04Performance
ააწყვეთ თქვენი Scope.
პირველ შეხვედრაზე ვიგებთ თქვენს მიზნებს და პირდაპირ გეტყვით, შეგვიძლია თუ არა დახმარება. პასუხს 24 საათში მიიღებთ.
რითეილიდან სპორტამდე.
250‑ზე მეტი ბიზნესი, რომელთანაც ერთხელ მაინც გვიმუშავია: სტრატეგია, SMM, ვიდეო ან რეკლამა. უმეტესობა რამდენიმე სერვისს ერთად იღებს და წლობით რჩება.
- რითეილი და ელექტრონიკაGRAND, Eurobrand, Oneprice, Ecovacs
- სპორტი და ივენთებიIberia 1999, Black Fortress, GTCC
- HoReCa, გართობა, სერვისიPAUL, GINO Aquapark, Regus, Archi

ყოველ თვე, ერთდროულად.
50‑ზე მეტი კლიენტი, რომლისთვისაც ახლა ვმუშაობთ: ყოველთვიური კონტენტი, რეკლამა და გადაღებები. თითოეულს ერთი პასუხისმგებელი მენეჯერი ჰყავს და თვის ბოლოს ციფრებით რეპორტს იღებს.
- ერთი მენეჯერიყოველ კლიენტზე, თავიდან ბოლომდე
- რეპორტი ციფრებითყოველი თვის ბოლოს
- პასუხი 24 საათშისამუშაო დღეებში

საკუთარი წარმოება, კასტინგიდან მონტაჟამდე.
10,000‑ზე მეტი გადაღებული და დამონტაჟებული ვიდეო: Reels, რეკლამები, ინტერვიუები, ივენთები. ოპერატორები, ედიტორები და პროდიუსერი ერთ ოფისში სხედან, ამიტომ იდეიდან გამოქვეყნებამდე გზა მოკლეა.
- Reels და TikTokყოველდღიური კონტენტი ბრენდებისთვის
- სარეკლამო და იმიჯურისტუდია და ლოკაცია
- ივენთები და სპორტიმატჩის დღის კონტენტი

ერთი ოფისი, ყველა როლი.
35‑ზე მეტი სპეციალისტი თბილისში: სტრატეგები, ექაუნთ მენეჯერები, SMM‑ები, დიზაინერები, ოპერატორები, ვიდეო ედიტორები და performance გუნდი. ქვეკონტრაქტორი არ გვყავს, ამიტომ კონტექსტი არასდროს იკარგება.
- სტრატეგია და ექაუნთივის, რას და სად ვეუბნებით
- კრეატივი და დიზაინიის, რასაც მომხმარებელი ხედავს
- წარმოება და performanceგადაღება, მონტაჟი, რეკლამა






